ახალი ამბები
დავით სერგეენკომ C ჰეპატიტზე შემოწმება ჩაიტარა
„პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელ ადამიანს, ვისაც სჭირდება მკურნალობა, მედიკამენტი არ მიეწოდება."- განაცხადა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ეროვნულ სასწავლო ცენტრში მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
მინისტრმა C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტის - "ჰარვონის" შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ის ორი პრეპარატის -"სოფოსბუვირისა" და "ლედიპასვირის" კომბინაციაა და კიდევ უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

დავით სერგეენკომ  ეროვნულ სასწავლო ცენტრში ჟურნალისტებსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის C ჰეპატიტის სკრინინგისთვის მოწყობილი მოძრავი ამბულატორია დაათვალიერებინა და ვირუსზე შემოწმება თავადაც გაიარა.

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ჰარვონი"   "სოფოსბუვირის"  მსგავსად კომპანია "გილეადმა" საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადასცა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში 7000-მდე პაციენტი ჩაერთო. 3000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი დაასრულა, ამათგან 90%-მა კი უკვე დაამარცხა C ჰეპატიტი.



| Print |
FaceBook Twitter Google