ჯანდაცვა
გურჯაანის სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო ინვენტარი გადაეცა
კახეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა.

დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები - 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი, კახეთის სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს გადაეცა.



რაიონულ სამსახურებში გადანაწილდა კომპიუტერული ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთო.

ახალი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის, მედპერსონალს ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის ბაზაზე, შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდა.


ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ
| Print |
FaceBook Twitter Google