ჯანდაცვა
კახეთი-იონში გეგმიური ქირურგიის განყოფილება გაიხსნება
კახეთი-იონს ახალი განყოფილება დაემატება. ამასთან დაკავშირებით დაწესებულებას სამუშაო ვიზიტით კახეთი-იონის გამგეობის თავმჯდომარე ერიკ ჟანწი სტუმრობდა.

"ეს არის რიგითი სამუშაო ვიზიტი. ასევე ხშირად ჩამოდის ხოლმე ბატონი ჟაკსი მარი, რომელიც კახეთი-იონის გამგეობის ვიცე თავმჯდომარეა. ჩვენი მიზანია გავხსნათ გეგმიური ქირურგიის განყოფილება. დღესდღეობით არსებული ფართი თითქმის დაკავებულია, ამიტომ მოგვიწევს შენობის გაფართოება. ამისთვის ადგილი უკვე განსაზღვრული გვაქვს ამავე ტერიტორიაზე,"-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი-იონი /