ჯანდაცვა
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით საქართველოში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო და მიმდინარე თვეში დასრულდება.

სახელმწიფომ განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის 27 000 დოზა ვაქცინა შეიძინა.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმ- პროფილაქტიკოს ნონა შანიძის განმარტებით, უფასო აცრები განსაზღვრულ კონტიგენტზეა გათვლილი და საკმაოდ ეფექტურია.
„შემოვიდა 2017-2018 წლის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, 327 დოზა. ის ჩაუტარდება რისკ ჯგუფების მქონე პაციენტებს : ორსულებს, დიალიზზე მყოფ პაციენტებს, 18 წლამდე დიაბეტის მქონე მოზარდებს, c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და მედპერსონალს. ვაქცინა გადავანაწილეთ: „კახეთი იონის“ დიალიზის ცენტრზე, ჯეოჰოსპიტალში და უბნის ექიმებზე. “
მისივე თქმით, აცრის შემდგომი გართულებები არ დაფიქსირებულა. ყოველკვირეული ინფორმაცია კი ცენტრში იგზავნება.

| Print |
FaceBook Twitter Google