ჯანდაცვა
მკერდის კიბოს სკრინინგის საინფორმაციო შეხვედრა გურჯაანის გამგეობაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში „კახეთი იონის“ ექიმებმა მკერდის კიბოს სკრინინგთან დაკავშირებთ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

როგორც „კახეთი იონის“ სახელმწიფო პროგრამების მართვის ხელმძღვანელმა თამარ ცანკაშვილმა აღნიშნა, ოქტომბერი მკერდის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა.
„ვარდისფერი ოქტომბერი, მსოფლიოში აღიარებულია მკერდის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვედ. „კახეთი იონი“ ყოველთვის უერთდება ამ აქციას, რადგან ჩვენ სკრინინგის პროგრამას რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ. დღეს სტუმრად მოვედით გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამაშრომელ ქალბატონებთან. მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რამდენად შესაძლებელია პრევენციის მიზნით ჩაიტარონ დროული გამოკვლევა, რათა თავიდან აიცილონ საშიში დაავადება. სამომავლოდ სხვადასხვა ორგანიზაციებში სტუმრობასაც ვგეგმავთ. გვინდა, ვუთხრათ ყველას, რომ მკერდის კიბო განაჩენი არ არის. “

„კახეთი იონის“ ექიმი რადიოლოგის ვაჟა თავბერიძის თქმით, მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.
„მიუხედავად სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე გასული რეკლამისა სკრინინგ კვლევების შესახებ, მოსახლეობა მაინც ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი სიმსივნე, საშუალებას გვაძლევს 100 პროცენტით განიკურნოს ადამიანი. სკრინინგი იძლევა იმის საშულებას, რომ ქალბატონმა კიბოსწინარე დაავადებაც აღმოაჩინოს“

მისივე ინფორმაციით, ერთ თვეში სკრინინგ პროგრამას „კახეთი-იონში“ დაახლოებით 250 პაციენტი იტარებს, აქედან, საშუალოდ 6 კიბოთი დაავადებულია.

| Print |
FaceBook Twitter Google