ჯანდაცვა
გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსი გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ორი ვაქცინითაა მომარაგებული
ტემპერატურის მატებასთან ერთად ქვეწარმავლების მომრავლების საშიშროებაც მატულობს.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმუნიზაციის ექიმის ნონა შანიძის განმარტებით, იმ შემთხევევაში, თუ ადამიანი გველმა დაკბინა, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ, სადაც დაზარალებულს შესაბამისი გამოკვლევა ჩაუტარდება. მისივე თქმით, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალი მომარაგებულია ორი სახის სპეციალური ვაქცინით, რომელიც გველის ნაკბენის დროს გამოიყენება.
„ერთია პოლისერა და მეორე გველის შხამის საწინააღმდეგო შრატი, რომელიც მოტანისთანავე ჯეოჰოსპიტალსს გადავეცით. როგორც კი დაფიქსირდება დაკბენის შემთხვევა, უნდა მოხდეს იდენტიფიკაცია, რა სახის ჭრილობა იქნება. ამის მიხედვით დადგინდება, საჭიროებს თუ არა ანტი გველისსაწინააღმდეგო შრატით დამუშავებას და მის გამოყენებას. რაიონში გვაქვს ორი დოზა. ანტიდოტით მკურნალობა უფასოა.“

ნონა შანიძის თქმით, ამ ეტაპზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში გველის ნაკბენის არცერთი ჰოსპიტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

| Print |
FaceBook Twitter Google