ჯანდაცვა
ჰეპატიტის მსოფლიო კვირეულს გურჯაანიც შეუერთდება
ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმმა პროფილაქტიკოსმა ეკა ბურდიაშვილმა აღნიშნა, პროცესში გურჯაანის მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთვება.
„ მოგეხსენებათ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა აქტიურ ფაზაშია და ამიტომ წელს ეს თარიღი პომპეზურად აღინიშნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით, ამ დღეს მასშტაბური ხასიათი უნდა მიეცეს. აქედან გამომდინარე 28 ივლისის ჩათვლით დაიგეგმა სხვადასხვა სახის ჯანდაცვითი ღონისძიებები. 25 ივლისს სოფელ ვეჯინში და 28 ივლისს სოფელ კარდენახში, „კახეთი იონი“ უფასო სკრინინგულ კვლევას ჩაატარებს. ასევე 25-ში მიკროელმინაციის ფარგლებში კალაურის ამბულატორია ატარებს კვლევას. “

ეკა ბურდიაშვილის თქმით, ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღნიშვნა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.





| Print |
FaceBook Twitter Google