ჯანდაცვა
რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ
რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმი, ექთანი და მძღოლი 30%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.  ამის შესახებ დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-"ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის,  სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურება ერთ მორიგეობაზე 100 ლარს, ექთნის - 66 ლარს, ხოლო მძღოლის 58 ლარს შეადგენს.


| Print |
FaceBook Twitter Google