ჯანდაცვა
დედოფლისწყაროში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება
18 ნოემბერს  10:30 საათიდან დედოფლისწყაროს ახალ საავადმყოფოში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩატარდება.


საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურებიან ნიუ ჰოსპიტალსის (New Hospitals ) მაღალკვალიფიციური ექიმები. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ-ზოგადი ქირურგის, ნეიროქირურგის, გულმკერდის ქირურგის, კარდიოლოგის, ნევროლოგისა და ექოსკოპისტის კონსულტაციები.
მიღება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

აქცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება.


| Print |
FaceBook Twitter Google