ჯანდაცვა
2019 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 50 მლნ ლარით იზრდება
2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის დაფინანსება, 2018 წლის გეგმასთან შედარებით, 50 მლნ ლარით იზრდება.
როგორც ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა მომავალი წელს აღნიშნული პროგრამისთვის 754.0 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, ისიც რომ ახალი ბიუჯეტით ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება გაორმაგდა და ის 20 მლნ ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და მას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს.

| Print |
FaceBook Twitter Google