ჯანდაცვა
გასული კვირის განმავლობაში გურჯაანში გრიპის ვირუსის 91 შემთხვევა დაფიქსირდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსის შემთხვევები შეაჯამა.

ექიმი პროფილაქტიკოსის ეკა ბურდიაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზედა სასუნთქი გზების ინფექციით 91 პაციენტმა მიმართა.
„გრიპის ვირუსის სეზონი როგორც წესი ოქტომბრის დასაწყისიდან იწყება და მაისამდე გრძელდება. მონაცემებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამედიცინო პუნქტებიდან ვიღებთ. შემდგომ მისი დამუშავებისა და სატატისტიკური საფუძვლის ანალიზზე ხმამაღლა ვაცხადებთ რა სიტუაციაა. ძირითადად ფიქსირდება მწვავე რესპირატორული ინფექციები , თუმცა რამდენიმე ერთეული სპორადული შემთხვევებიც გამოვლინდა, რა დროსაც პაციენტს ჯეოჰოსპიტალსის 24 საათიანი სტაციონალური მომსახურება დასჭირდა. ძირითადი რაოდენობა მაინც ზემო სასუნთქი გზების ინფექციებზე მოდის. გასულ კვირას მუნიციპალიტეტის მასშტაბით 91 რესპირაციული შემთხვევა დაფიქსირდა .“

ეკა ბურდიაშვილის განმარტებით დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყოველწლიურად ვაქცინის უფრო მზარდი დოზა შემოაქვს.
„წელსაც შემოვიდა ვაქცინა რისკ ჯგუფებისთვის: დიალეზზე მყოფებისთვის, თვრამეტ წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის და შშმ პირებისთვის. თუმცა დაავადებათ კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რამდენჯერმე გამოაცხადა უფასო აქცია სხვადასხვა რეგიონებში. სადაც ერთი დღით ყველა მსურველს შეეძლო უფასოდ ჩაეტარებინა ვაქცინაცია.“

მისივე თქმით, ამჟამად რაიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და მედიკოსები ვირუსების გამწვავებას თებერვალში ელოდებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google