ჯანდაცვა
რა შემთხვევაში უნდა მივიღოთ პრეპარატი „ტამიფლუ“ და ვის ეკუთვნის უფასოდ
საქართველოში H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის შედეგად დაავადებულთა რაოდენობამ იმატა. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმმა ეპიდემიოლოგმა მარინა კაპანაძემ აღნიშნა, გუშინდელი მონაცემებით მიმართვიანობის 1080 შემთხვევა დაფიქსირდა.


„სამი იანვრის შემდეგ ჯეოჰოსპიტალსში მიმართვიანობამ მოიმატა. გრიპის ვირუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის, მაგრამ მაღალი ტემპერატურა, სახსრების და თავის ძლიერი ტკივილი, ზოგჯერ ღებინება და კუჭნაწლავის აშლილობა, მიუთითებს იმაზე, რომ გრიპზე უნდა მივიტანოთ ეჭვი. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ რისკ ჯგუფებში მყოფ ადამიანებს: ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს, 65 წელს გადაცილებულებს და ქრონკულად დაავადებულებს. მათ რიცხვში შედის: დიალეზზე მყოფი, თირკმელების უკმარისობისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები, ასევე ჭარბწონიანებიც. გუშინდელი მონაცემებით 1080 მიმართვიანობა ფიქსირდება, აქედან 180 მწვავე რესპირატორული ინფექცია. მაღალი ტემპერატურით სტაციონარში 273 პაციენტი მოხვდა.“

მარინა კაპანაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს“ მარაგი არის, რომელიც გარკვეულ კატეგორიებზე უფასოდ გაიცემა.
„პრეპარატი უფასოდ გაიცემა აუცილებლობის შემთხვევაში: ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებზე, ქრონიკულად დაავადებულებზე, ორსულებსა და პენსიონერებზე. მათ უნდა წარმოადგინონ ოჯახის ექიმის მიერ გაცემული ფორმა ასი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პრეპარატი ეფექტურია 48 საათის განმავლობაში აღმოჩენილი გრიპის შემთხვევაში. თუ ავადმყოფს სამი დღე აქვს სიცხე და პრეპარატს მიიღებს, უარყოფითი შედეგების გარდა არაფერი მოაქვს. მას დადებითი თვისებების გარდა უარყოფითი ეფექტიც გააჩნიას. ტამიფლუს მიღება არ შეიძლება იმ დროს, როდესაც პაციენტს აწუხებს: თირკმელების და ღვიძლის მწვავე უკმარისობა. საჭირო დოზას ოჯახის ექიმი განსაზღვრავს. პრეპარატზე ყოველდღიური აღრიცხვა გვაქვს. უკვე გავეცით ორი კოლოფი, ერთი ორსულზე და ერთიც - ბავშვზე. წამალი აფთიაქებში რეცეპტით გაიცემა.“

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მძიმე შემთხვევები და სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, C
ჰეპატიტის დიაგნოსტიკურ კვლევებს სახელმწიფო დააფინანსებს. ცვლილება
ძალაში რამდენიმე კვირაში შევა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკურ კვლევებს სახელმწიფო დააფინანსებს. ცვლილება ძალაში რამდენიმე კვირაში შევა.
14:12 / 20.07.2019
მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა სოციალურად დაუცველებთან ერთად,
პენსიონერებსა და შშმ პირებსაც შეეძლებათ.

მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა სოციალურად დაუცველებთან ერთად, პენსიონერებსა და შშმ პირებსაც შეეძლებათ.

10:45 / 17.07.2019
სკრინინგს C -ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და ტუბერკულოზზე პირველადი
ჯანდაცვის ექიმები ამბულატორიებში განახორციელებენ. დღეს, ოჯახის
ექიმებისთვის გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში
ინტეგერირებული სკრინინგის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
სკრინინგს C -ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და ტუბერკულოზზე პირველადი ჯანდაცვის ექიმები ამბულატორიებში განახორციელებენ. დღეს, ოჯახის ექიმებისთვის გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ინტეგერირებული სკრინინგის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
17:26 / 08.07.2019
კახეთში საპილოტე პროგრამა იწყება, რომელიც მიზნად ისახავს სამი
გავრცელებული დაავადების: ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C
ჰეპატიტის პრევენციას და მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.
კახეთში საპილოტე პროგრამა იწყება, რომელიც მიზნად ისახავს სამი გავრცელებული დაავადების: ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის პრევენციას და მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.
15:52 / 01.07.2019
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების
სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში,
ცვლილებები განხორციელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ცვლილებები განხორციელდა.
13:21 / 25.05.2019
სხვა ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
11:02 / 07-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
14:55 / 05-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
11:39 / 01-08-2019
დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
15:40 / 31-07-2019
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები ცნობილია. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.  
15:53 / 29-07-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
15:32 / 25-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.