ჯანდაცვა
მედიკამენტ „ტამიფლუს“ ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს
პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ხვალიდან ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქეზე საჭიროების მიხედვით უფასოდ გაიცემა.

ამის შესახებ  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
ახალი ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების გარდა, მედიკამენტის გაცემის პროცესში ჩაერთვებიან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში მუშაობენ. ექიმს საშუალება ექნება, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, თავად გასცეს მედიკამენტი.

პროცესში ჩართვის შეთავაზება გაუკეთდებათ სააფთიაქო ქსელებსაც. მარაგები, რომლებიც მათ კომერციული რეალიზაციისთვის შეიძინეს (3000 კოლოფი) სამინისტრო გამოისყიდის არა კომერციულ, არამედ მათ შესასყიდ ფასად. აფთიაქებიდან მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ, ფორმა 100-ის ან რეცეპტის საფუძველზე გაიცემა.

| Print |
FaceBook Twitter Google