ჯანდაცვა
ვირუსის მეორე პიკს თებერვალში ელოდებიან - ექიმები ვაქცინაციას გვირჩევენ
გრიპის პრევენციის მიზნით მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ აცრები ჩაიტარონ. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმუნიზაციის ექიმის ნონა შანიძის განმარტებით, საქართველოში ორი სახეობის ვაქცინაა გაყიდვაში.


„ორი ვაქცინაა: ინფლიუვაკი და ვაქსიგრიპი. წინა წლებში გვქონდა იფლიუვაკი, შარშან და წელს კი ვაქსიგრიპი შემოვიტანეთ. ვაქსიგრიპი A ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაა . ის აგრეთვე შეიცავს B ტიპის საწინააღმდეგო ორ კომპონენტს. ჩვენთან უფასოდ გაიცემა გარკვეული რისკჯგუფებისთვის: ორსულებისთვის, მედპერსონალისთვის, თვრამეტ წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული მოზარდებისთვის, დიალეზზე მყოფი და c ჰეპატიტით დაავადებულები პაციენტებისთვის. ვაქცინა მოქმედებას გაკეთებისთანავე იწყებს და იმუნიტეტი ორი კვირის განმავლობაში ყალიბდება.“


ნონა შანიძის თქმით, ვაქცინაცია დაგვიანებული არ არის, რადგან როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იუწყება, მეორე პიკს თებერვალში ელოდებიან.
„თუ ადამიანი დაავადებულია ქრონიკულად, არის ორსული ან მელოგინე, მისთვის აცრა აუცილებელია. როგორც სტატისტიკამ აჩვენა, ლეტალური შემთხვევები სწორედ ასეთ ჯგუფებში ფიქსირდება. ორივე ვაქცინა რეცეპტის გარეშე ჩვეულებრივ იყიდება სააფთიაქო ქსელში. აცრისთვის ექიმის კონსულტაცია სავალდებულო არ არის, თუმცა, სასურველია ვაქცინაცია კვალიფიცირებულმა ექიმმა ან ექთანმა ჩაატაროს, რადგან კეთდება მხრის შუა მესამედში. “


მისივე თქმით, ვაქცინის გაკეთება არ არის სასურველი მათთვის ვისაც აქვს მაღალი ტემპერატურა, გააჩნია კვერცხზე მკვეთრად გამოხატული ალერგია და აგრეთვე მათზე, ვისაც რაიმე სახის მწვავე დაავადება აქვს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო დაავადებათა კონტროლის
ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს.
საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს.
17:43 / 16.01.2019
გურჯაანში „ტამიფლუს“ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი
„ტამიფლუ“ გურჯაანის ყველა სააფთიაქო ქსელში უფასოდ გაიცემა.
გურჯაანში „ტამიფლუს“ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ“ გურჯაანის ყველა სააფთიაქო ქსელში უფასოდ გაიცემა.
13:22 / 15.01.2019
პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ხვალიდან
ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქეზე საჭიროების
მიხედვით უფასოდ გაიცემა.
პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ხვალიდან ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქეზე საჭიროების მიხედვით უფასოდ გაიცემა.
14:36 / 11.01.2019
საქართველოში H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის შედეგად დაავადებულთა
რაოდენობამ იმატა. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ექიმმა ეპიდემიოლოგმა მარინა კაპანაძემ აღნიშნა, გუშინდელი
მონაცემებით მიმართვიანობის 1080 შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოში H1N1-ის, ე.წ. ღორის გრიპის შედეგად დაავადებულთა რაოდენობამ იმატა. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმმა ეპიდემიოლოგმა მარინა კაპანაძემ აღნიშნა, გუშინდელი მონაცემებით მიმართვიანობის 1080 შემთხვევა დაფიქსირდა.
13:58 / 09.01.2019
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, განცხადებით,
უფასო მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება. დავით სერგეენკოს
განმარტებით პროგრმას ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების
სამკურნალო საშუალებები დაემატება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება. დავით სერგეენკოს განმარტებით პროგრმას ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები დაემატება.
13:42 / 07.12.2018
სხვა ამბები
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
2018 წლის 20 დეკებერს, საქართველოში მიმდინარე სოციალურ პრობლემათა გადაჭრის პროგრამების ფარგლეში სამუშაო ვიზიტით ფრანგული ასოციაცია “იონი-კახეთი”ს პრეზეიდენტი ბ.ნ ჟან ნოელ ლური, საფრანგეთში შინ მოვლის ეროვნული ასოციაციის წევრი ქ.ბ. მარი კლოდ სომერი გურჯაანის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ Life Line-ს ეწვია.
17:44 / 11-01-2019
საკრებულოს მორიგ სხდომაზე გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.
13:57 / 11-01-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 15 იანვრის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება.
17:05 / 10-01-2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდა.
15:39 / 09-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.