ჯანდაცვა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან „ტამიფლუს“ 14 კოლოფი გასცეს
გურჯაანში „ტამიფლუს“ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ“ გურჯაანის ყველა სააფთიაქო ქსელში უფასოდ გაიცემა.


გარკვეული რისკ ჯგუფის პაციენტებს მედიკამენტის უფასოდ მიღება შეუძლიათ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც.
იმუნიზაციის ექიმის ნონა შანიძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით უკვე 14 კოლოფია გაცემული.
„ჩვენთან პაციენტები მოდიან ოჯახის ექიმის მიერ გაცემული ფორმა ასით, რეცეპტით და მინდობილობით. პრეპარატის მარაგი გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში რეგიონალური ცენტრიდან კიდევ ველოდებით შევსებას.“

| Print |
FaceBook Twitter Google