ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს.

გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა გართულებები და ლეტალური შედეგიც კი მოჰყვეს. ავადმყოფმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

უწყების ინფორმაციით, გრიპის ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ხველის ან ცემინებისას, როცა ვირუსი წვეთებად გაიფრქვევა ჰაერში. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ხელებით ან ზედაპირებით. გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს მსუბუქად და არ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები.
მძიმე შემთხევებისას შესაძლებელია მკურნალობა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტებით და არა ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.

ანტივირუსული პრეპარატების მიწოდება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის დაავადების ადრეულ ეტაპზე - დროული და გართულებების გარეშე გამოჯანმრთელებისთვისაა საჭირო. მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები სასურველია დარჩნენ სახლში, მოსვენებულ მდგომარეობაში, დალიონ დიდი რაოდენობით წყალი, მიიღონ ნოყიერი საკვები და მოერიდონ კონტაქტს სხვებთან. თუ სიმპტომები დამძიმდება - მიმართეთ ექიმს.

2018-19 წლების გრიპის სეზონისათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სახელმწიფოს მიერ მაღალ რისკ ჯგუფებად განისაზღვრა:
• ორსულები;
• 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულნი;
• დიალიზზე მყოფი პირები;
• ბავშთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
• C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;
• აივ ინფიცირებული პირები;
• სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების სამსახურების თანამშრომლები.

საქართველოში, მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია სახელმწიფომ 2012-2013 წლების სეზონიდან დაიწყო, ყოველწლიურად მზარდი ოდენობით. 2018-2019 წლების სეზონზე სახელმწიფოს მიერ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსასყიდლოდ მიეწოდა 41 000-მდე მოქალაქეს, 15 000-მდე - აიცრა კერძო სექტორში. მომავალი სეზონისთვის სახელმწიფო, მოქალაქეთათვის, 80 000 დოზა გრიპის ვაქცინის შეძენას გეგმავს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, C
ჰეპატიტის დიაგნოსტიკურ კვლევებს სახელმწიფო დააფინანსებს. ცვლილება
ძალაში რამდენიმე კვირაში შევა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკურ კვლევებს სახელმწიფო დააფინანსებს. ცვლილება ძალაში რამდენიმე კვირაში შევა.
14:12 / 20.07.2019
მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა სოციალურად დაუცველებთან ერთად,
პენსიონერებსა და შშმ პირებსაც შეეძლებათ.

მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა სოციალურად დაუცველებთან ერთად, პენსიონერებსა და შშმ პირებსაც შეეძლებათ.

10:45 / 17.07.2019
სკრინინგს C -ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და ტუბერკულოზზე პირველადი
ჯანდაცვის ექიმები ამბულატორიებში განახორციელებენ. დღეს, ოჯახის
ექიმებისთვის გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში
ინტეგერირებული სკრინინგის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
სკრინინგს C -ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და ტუბერკულოზზე პირველადი ჯანდაცვის ექიმები ამბულატორიებში განახორციელებენ. დღეს, ოჯახის ექიმებისთვის გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ინტეგერირებული სკრინინგის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
17:26 / 08.07.2019
კახეთში საპილოტე პროგრამა იწყება, რომელიც მიზნად ისახავს სამი
გავრცელებული დაავადების: ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C
ჰეპატიტის პრევენციას და მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.
კახეთში საპილოტე პროგრამა იწყება, რომელიც მიზნად ისახავს სამი გავრცელებული დაავადების: ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და C ჰეპატიტის პრევენციას და მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.
15:52 / 01.07.2019
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების
სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში,
ცვლილებები განხორციელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ცვლილებები განხორციელდა.
13:21 / 25.05.2019
სხვა ამბები
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები ცნობილია. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.  
15:53 / 29-07-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
15:32 / 25-07-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2 აგვისტოს დაიწყება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
16:10 / 23-07-2019
1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის კომპანია დგას და ა.შ.
14:05 / 19-07-2019
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
14:40 / 15-07-2019
აბიტურიენტებისთვის საინტერესოა, თუ როდის გამოქვეყნდება მათი ნამუშევრების პირველადი შედეგები. ამ კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორს მივმართეთ.
17:26 / 11-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.