ჯანდაცვა
ვისთვის იქნება სავალდებულო წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ზოგიერთ სფეროში დასაქმებულებისთვის, სხვადასხვა ტიპის აცრების ჩატარება სავალდებულო გახდა.

მათ შორის არის: საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგების, აღმზრდელების და სხვა პერსონალისთვის, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

წითელა/წითურა- ერთჯერადი აცრა, სავალდებულოა 1978 წლის შემდეგ დაბადებული არავაქცინირებული კონტინგენტისთვის.

დაწესებულებების მიხედვით, განსაზღვრულია სხვა ტიპის სავალდებულო ვაქცინაციაც. მათ შორის:
ტეტანუსი, დიფტერია: სავალდებულოა ყველა კონტინგენტისთვის – აცრა ერთჯერადია, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ 55 წლის ასაკამდე.
გრიპი: ყოველწლიურად სავალდებულოა მხოლოდ ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტისათვის – აცრა ერთჯერადია.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / წითელა /