ჯანდაცვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში წითელას შემთხვევებმა იკლო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში ავადობის დინამიკა შემცირდა.  წითელასა და რესპირატორული ინფექციების რიცხვმა იკლო გურჯაანშიც.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმი -ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის განმარტებით, დაავადებების კლება მასიურმა აცრებმა გამოიწვია.
„გასული კვირის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია როგორც წითელას, ისე ვირუსული ინფექციების რაოდენობა. თუ ორი კვირის წინ იყო 73 შემთხვევა, გასულ კვირას უკვე 68 დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე მოსახლეობამ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომ აცრა თავდაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.“

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები სავალდებულო გახდა. აღნიშნული კანონის მიზანი იმუნიზაციის გლობალური მოცვის საშუალებით მოსახლეობის დაცვაა, მათ შორის წითელას გავრცელების საშიშროებისგან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვირუსი / წითელა /