ჯანდაცვა
ვაქცინა მოქმედებს - ევროპის იმუნიზაციის კვირეულს გურჯაანიც შეუერთდა
24-30 აპრილი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოცხადდა.  კვირეულის სლოგანია „ვაქცინა მოქმედებს“.


გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმუნიზაციის ექიმის ნონა შანიძის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობას, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ იმუნიზაციის აქტუალობას და მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას.
„უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ბაღის აღმზრდელებს, სკოლის პედაგოგებს, ექიმებს, რომ არსებობს ევროპის იმუნიზაციის კვირეული, რომელიც ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირას ტარდება. შევხვდებით აცრების მიმართ ნეგატიურად განწყობილ მშობლებს და კიდევ ერთხელ ვესაუბრებით ვაქცინაციის აუცილებლობაზე. განვუმარტავთ, რომ აქტიურად უნდა ჩაერთონ წითელას აცრაში, რადგან დაავადების უამრავი შემთხვევა არსებობს და ხშირად ეს სიკვდილიანობის მიზეზიც ხდება. დავაკვირდებით უშუალოდ სოფლის ამბულატორიებში რა მდგომარეობაა ამ კუთხით. გავავრცელებთ საინფორმაციო მასალებს. ევროპის რეგიონი უნდა იყოს თავისუფალი იმ მართვადი დაავადებებისგან, რომლის დაცვაც შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ აცრებით.“


შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული.

| Print |
FaceBook Twitter Google