ჯანდაცვა
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში სიახლეა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ცვლილებები განხორციელდა.


გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ.
ეს აფთიაქებია: „PSP“ ; “ავერსი“;  „ჯიპისი“; „ფარმადეპო“; „სახალხო აფთიაქი“

უწყების ინფორმაციით, ასევე ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი.
პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს:
•გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
•შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II);
•ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);
•ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
•ეპილეფსია;
•პარკინსონის დაავადება.

პროგრამის მოსარგეებლეები არიან:
• სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად;
• საპენსიო ასაკის მოქალაქეები
• მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები;
• პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე;
• ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.





| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
24-30 აპრილი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოცხადდა. 
კვირეულის სლოგანია „ვაქცინა მოქმედებს“.
24-30 აპრილი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოცხადდა.  კვირეულის სლოგანია „ვაქცინა მოქმედებს“.
14:21 / 23.04.2019
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით ბოლო სამი კვირის
განმავლობაში საქართველოში ავადობის დინამიკა შემცირდა. 
წითელასა და რესპირატორული ინფექციების რიცხვმა იკლო გურჯაანშიც.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში ავადობის დინამიკა შემცირდა.  წითელასა და რესპირატორული ინფექციების რიცხვმა იკლო გურჯაანშიც.
13:35 / 19.03.2019
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის განკარგულების მიხედვით,
რომელიც წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ
ღონისძიებებს ეხება, ვაქცინაციას 0-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად
იმუნიზირებული ბავშვები ექვემდებარებიან.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის განკარგულების მიხედვით, რომელიც წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს ეხება, ვაქცინაციას 0-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად იმუნიზირებული ბავშვები ექვემდებარებიან.
18:15 / 05.02.2019
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ზოგიერთ სფეროში დასაქმებულებისთვის,
სხვადასხვა ტიპის აცრების ჩატარება სავალდებულო გახდა.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ზოგიერთ სფეროში დასაქმებულებისთვის, სხვადასხვა ტიპის აცრების ჩატარება სავალდებულო გახდა.
16:17 / 24.01.2019
საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო დაავადებათა კონტროლის
ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს.
საქართველოში გავრცელებული გრიპის ვირუსის გამო დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს.
17:43 / 16.01.2019
სხვა ამბები
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის. 
15:08 / 20-06-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, კალაურის, დარჩეთის, ჭანდრის, ბაკურციხისა და ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
15:02 / 19-06-2019
წინანდალში სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE -ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები. მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.
17:45 / 16-06-2019
შაბათს, 15 ივნისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა მარდალეიშვილის, მედიკლაბ ჯორჯიას და ხეჩინაშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტთა გუნდი
15:22 / 13-06-2019
➡ 2018 წლის 8 ივნისს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ ჩატარდა ლექცია თემაზე: „თიროიდული პანელის ინტერპრეტაცია და ჰიპოთირეოზი“.
18:22 / 10-06-2019
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 13 ივნისიდან მშობელმა შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.
13:11 / 10-06-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.