ჯანდაცვა
C ჰეპატიტის დიაგნოსტიკური კვლევები უფასო ხდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკურ კვლევებს სახელმწიფო დააფინანსებს. ცვლილება ძალაში რამდენიმე კვირაში შევა.


„ჩვენი მიზნები ელიმინაციის საკითხისადმი ოპტიმისტურია და ვფიქრობთ, რომ რეალურად შესაძლებელია ამის მიღწევა გარკვეული ცვლილებების საფუძველზე. ის სტრატეგიები, რაც გვინდა რომ გააქტიურდეს, ეს გახლავთ ფინანსური ბარიერის სრული მოხსნა. სკრინინგი ისედაც უფასო იყო, აქტიურად ხდება სკრინინგის ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის ქსელში და ასევე, ვმუშაობთ იმისთვის, რომ საწყისი და მიმდინარე გამოკვლევებისთვის თანაგადახდა რაც იყო დაწესებული, სრულად მოიხსნას. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ მოვიზიდოთ მეტი პაციენტი. ძალიან მალე შევა ეს ცვლილება ძალაში, საუბარია რამდენიმე კვირიან პერიოდზე", - განაცხადა გაბუნიამ.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობა 60 ათასს აღწევს, სკრინინგულად დადასტურებული ვირუსის მატარებელი მოსახლეობის რიცხვი კი 20 ათასია.
წყარო: commersant.ge

| Print |
FaceBook Twitter Google