ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი წითელასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.


ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წითელას აფეთქება შემოდგომაზე და ზამთარში კვლავ შესაძლებელია. ამიტომ მშობლებს მოუწოდებს თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, მიიყვანონ პოლიკლინიკაში და აცრან.
„წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა სამი თვეზე მეტია. დღევანდელი მონაცემებით, ერთეული შემთხვევები გვაქვს კვირაში, მაგრამ მაინც არის. ვერ შეედრება იმას, რაც გვქონდა იანვარში, თებერვალში, მარტში, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო ე.წ. იმუნური ფენა მაინც დაბალი რჩება მიუხედავად იმისა, რომ წელს 150 ათასი დამატებით ავცერით. შესაძლებელია შემოდგომაზე, ზამთარში წითელამ ისევ იფეთქოს, რადგან ჩვენს ირგვლივ 2018 და 2019 წლებში წითელამ შეაწუხა თითქმის ყველა ქვეყანა ევროპაში, ასევე გლობალურად მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, იყო ევროპაში სიკვდილობის შემთხვევები. ჩვენთანაც იყო ორი შემთხვევა. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სასწავლო პროცესი იწყება მომდევნო კვირიდან და შევახსენოთ მოსახლეობას, გადაამოწმონ თითოეული ბავშვის აცრის კალენდარი. ბავშვი იცრება ორჯერ: ერთი და ხუთი წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, ვთხოვოთ მის მშობელს თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგობა აცრის არ არის, მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრან“

მისივე თქმით, 2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ორი ლეტალურად დასრულდა.

| Print |
FaceBook Twitter Google