ჯანდაცვა
გურჯაანში პაპილომა ვირუსზე აცრები დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტში პაპილომა ვირუსზე აცრები ერთი კვირაა, რაც დაიწყო. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმუნიზაციის ექიმმა, ნონა შანიძემ განაცხადა, ვაქცინა ეროვნულ კალენდარში ოფიციალურად არის ჩასმული.


„ექვსასი დოზა გვქონდა ჩამოტანილი. აცრა ტარდება 10, 11 და 12 წლის გოგონებში. ექვსი თვის მერე იქნება განმეორებითი ვაქცინაცია. ვაქცინა ერთდოზიანი და მაღალხარისხიანია. სტატისტიკური მაჩვენებლებით აცრილების თითქმის 99 პროცენტს საშვილოსნოს ყელის კიბო არ უვითარდება. ვაქცინა ჩვეულებრივ გაიცა სოფლის ექიმებზე და ჯეოჰოსპიტალსში. ტარდება ისე, როგორც ნებისმიერი სხვა აცრა. ერთი კვირაა, რაც მასიურად დავიწყეთ ვაქცინის გაცემა და ნახევარზე მეტი უკვე გასულია უბნებზე, დეკემბრამდე რაც კონტინგენტია უნდა მოვიცვათ. “

პრობლემის სერიოზულობიდან გამომდინარე, 2006 წლიდან დღემდე ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა მსოფლიოს 71 (31%) ქვეყნის აცრების კალენდარში, რომელთა შორისაა აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, ლიტვა, სლოვენია, ხორვატია და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 270 მლნ-ზე მეტი დოზით მსოფლიოში უკვე აიცრა 100 მლნ-ზე მეტი ადამიანი.


| Print |
FaceBook Twitter Google