ჯანდაცვა
მედიკოსები მოსახლეობას გრიპისგან თავის დასაცავად ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გასულ კვირას სამედიცინო დაწესებულებებს ვირუსის სიმპტომებით 1200 -ზე მეტმა პაციენტმა მიმართა, აქედან 47-ს ზემო სასუნთქი გზების ინფექცია დაუდგინდა.

ექიმი ეპიდემიოგოლის მარინა კაპანაძის თქმით, რაც შეეხება გრიპს, ჯერ არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ეს ჯერჯერობით მინიმალური რიცხვი. ველოდებით, რომ მომავალში უფრო გაიზრდება. რაც შეეხება გრიპის შემთხვევას, ჯერ გურჯაანის რაიონში არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა საზოგადოებრივი ცენტრი მომარაგებულია ვაქცინით, ფრანგული წარმოების „ვაქსი გრიპი“ , რომელიც ძალიან ეფქტურია,“.

მედიკოსები მოსახლეობას გრიპისგან თავის დასაცავად ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ. ვაქცინა ქრონიკულად დაავადებულებისთვის უფასოა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გრიპი / ვაქცინა /