ჯანდაცვა
როგორია გრიპის სტატისტიკა გურჯაანში
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, გასულ კვირას გრიპის სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებს 1389 პაციენტმა მიმართა.

ექიმი ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის თქმით, აქედან 69 რესპირატორული შემთხვევა იყო.
„გვაქვს რესპირატორული ინფექციების მცირედი მატება. გართულებული რესპირატორული ინფექციების შემთხვევა გასულ კვირას იყო ხუთი, ხოლო ორშაბათის მონაცემებით არის შვიდი. იმდენად ბევრი ადამიანი იკეთებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომ საგანგაშო მატებას არ ველოდებით. “

მისივე თქმით, ვირუსისგან უნდა ვერიდოთ თავშეყრის ადგილებში ყოფნას, ხშირად დავიბანოთ ხელები და გავანიავოთ ოთახები.


| Print |
FaceBook Twitter Google