ჯანდაცვა
გრიპის ვირუსის პიკმა გადაიარა - ამირან გამყრელიძე
საქართველოში გრიპის ვირუსთან საბრძოლველად ქვეყანას ვაქცინის 4 000 დოზა აქვს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ვაქცინა რისკ ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი.

მისივე განმარტებით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

„ თუ შევადარებთ წინა სეზონს, რადგან ახლა მოსახლეობის 80%-ში ცირკულირებს და პრევალირებს B ტიპის გრიპის ვირუსი და ის ხასიათდება შედარებით მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით, ამიტომ წელს ჯერჯერობით უფრო მშვიდი სეზონია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.წინა კვირას ჩვენ გვქონდა ახალი შემთხვევები 100 000 მოსახლეზე 191 და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%, როცა შარშან ამ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ანალოგიურ კვირაში 42% გვქონდა".

მისივე თქმით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მზარდი პიკი ქვეყანაში დეკემბრის ბოლო სამი კვირა იყო, თუმცა ამ პიკმა გადაიარა.

| Print |
FaceBook Twitter Google