ჯანდაცვა
საგარეჯოში უფასო ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება
ხვალ 17 იანვარს საგარეჯოს კულტურის სახლის მცირე დარბაზში, მერიის ორგანიზებით მოსახლეობისთვის სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით უფასო ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება.

სამიზნე ჯგუფია:სოციალურად დაუცველი 7- დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ორსულები, შესაბამისი საჭიროების მქონე პირები- ყველა ზემოაღნიშნული კატეგორია, რომელთაც მინიჭებული აქვთ 150 000 ქულამდე. მსურველებმა თან უნდა იქონიონ: ბავშვის დაბადების მოწმობა; მშობლის პირადობის მოწმობა; სრულწლოვანებმა-პირადობის მოწმობა;

აქცია 10:00 საათზე დაიწყება და 18:00-საათამდე გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google