ჯანდაცვა
არსებობს თუ არა საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე
ჩინეთში კორონა ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის, თქმით, ჩინეთში დადგენილი ვირუსის გავრცელების საშიშროების წინაშე საქართველო არ დგას.
„ის რაც ჩინეთში ხდება არ არის გავრცელებული ეპიდემია. ცენტრალური ჩინეთის ქალაქი უჰანი 16 მილიონიანი და აქედან 200 ადამიანია ავად, 200-დან 2 დაიღუპა, მაგრამ ეს არ არის განგაშის სიგნალი.“-ამბობს პაატა იმნაძე.

ვირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე აეროპორტში, სადაც ჩინეთიდან ფრენები ხორციელდება, მგზავრების თერმულ შემოწმებას ახორციელებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვირუსი / ჩინეთი /