ჯანდაცვა
ბაკურციხის შემთხვევას კორონა ვირუსთან საერთო არაფერი აქვს - ეპიდემიოლოგები
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ ქალბატონს ვირუსი აღმოაჩნდა.

როგორც გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი ეპიდემიოლოგი, მარინა კაპანაძე speqtri.ge-სთან განმარტავს, ეპიდემიოლოგები აღნიშნულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.

„ამ წუთას დავბრუნდით ბაკურციხიდან. მინდა გითხრათ, რომ აქ საგანგაშო არაფერია, ეს არის ჩვეულებრივი სეზონური რესპირატორული ინფექცია. ქალბატონი ჩინეთში სამუშაოდ იმყოფებოდა და 16 იანვარს ჩამოვიდა ჯანმრთელი. აქ ოჯახის წევრებს ჰქონდათ რესპირატორული ინფექცია და მათთან კონტაქტის გამო, ზუსტად იგივე კლინიკის ინფექცია განვითარდა 25-იანვარს. ვთვლით რომ ამას კორონა ვირუსთან საერთო არაფერი აქვს. ფილტვები აქვს სუფთა და სუნთქვის გაძნელებას არ გრძნობს.“

მისივე თქმით, პაციენტს ვირუსი იმდენად იოლ ფორმებში აქვს, რომ ეპიდემიოლოგებმა ჰოსპიტალიზაციაც კი არ ჩათვალეს საჭიროდ.


| Print |
FaceBook Twitter Google