ჯანდაცვა
ბაკურციხეში კორონა ვირუსის არარსებობას პაატა იმნაძეც ადასტურებს
ბაკურციხელ ახალგაზრდას რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს.

ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განუცხადა. როგორც ის ამბობს, აღნიშნული ინფექცია არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება. პაატა იმნაძის განმარტებით, გოგონა, საქართველოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა.


როგორც გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი ეპიდემიოლოგი, მარინა კაპანაძე speqtri.ge-სთან განმარტავს, ქალბატონი ჩინეთში სამუშაოდ იმყოფებოდა და 16 იანვარს ჩამოვიდა ჯანმრთელი. აქ ოჯახის წევრებს ჰქონდათ რესპირატორული ინფექცია და მათთან კონტაქტის გამო, ზუსტად იგივე კლინიკის ინფექცია 25-იანვარს განვითარდა. მისივე თქმით მდგომარეობა იმდენად მსუბუქია , რომ ეპიდემიოლოგებმა მისი ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩათვალეს.


| Print |
FaceBook Twitter Google