ჯანდაცვა
მერიაში სისხლის ბანკის აქცია მიმდინარეობს
გურჯაანის მერიის შენობაში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის აქცია მიმდინარეობს. ექიმი თერაპევტის ნანა მეტრეველის თქმით, მასგავსი აქციები უკვე წლებია თითქმის ყველა რეგიონში ტარდება.

„ ხშირად ვატარებთ აქციებს არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც მოსახლეობა სისხლს უანგაროდ აბარებს. ჩვენ მას ვახმართ უანგაროდ ლეიკემიით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს და ა.შ. ადილზე მოსულ პაციენტს უკეთდება გემოგლობინის ანალიზი, ვუსინჯავთ წნევას, ხდება გასაუბრება . თუ რამე არ მაკმაყოფილებს ამ შემთხვევაში სისხლს არ ვუღებთ. “

აქციის ყველა მონაწილეს შპს ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ სახელით მადლობის სიგელი გადაეცა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / გურჯაანი /