ჯანდაცვა
ვირუსი პიკს თებერვლის ბოლოს მიაღწევს
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, რაიონში ვირუსების რაოდენობა შემცირდა.

ექიმი ეპიდემიოლოგის, მარინა კაპანაძის განმარტებით, გასულ კვირას ზემო სასუნთქი გზების ინფექციის 155 შემთხვევა დაფიქსირდა.
„გასულ კვირას იყო 9 შემთხვევა, რომელსაც სტაციონარი დასჭირდა. აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას პირადი ჰიგიენა. ხშირად უნდა დაიბანონ ხელები, რომ ვირუსი თვალის ან ცხვირის ლორწოვან გარსში არ მოხვდეს ხველის, დაცენიმების ან ხელის ჩამორთმევის დროს. ოთახები უნდა დამუშავდეს სველი წესით. ასევე მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს. “

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით ვირუსი პიკს თებერვლის ბოლოს მიაღწევს.




| Print |
FaceBook Twitter Google