ჯანდაცვა
გურჯაანში მწვავე რესპირატორული ინფექციის 139 შემთხვევა დაფიქსირდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასულ კვირას სამედიცინო დაწესებულებებს 1192 ადამიანმა მიმართა. დაფიქსირდა 139 მწვავე რესპირატორული ინფექცია, 10 მათგანს სტაციონარში მკურნალობა დასჭირდა.

ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის განმარტებით, უკვე რამდენიმე დღეა გურჯაანში ა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც ძირითადად ბავშვებშია გავრცელებული.
„ ვირუსი უფრო საშიშია ხანშიშესული ადამიანების და ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან მათ იმუნიტეტი უფრო დაქვეითებული აქვთ. მას ხშირად მოსდევს გართულება ფილტვების ანთებით. მოვუწოდებ მოსახლეობას უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ რესპირატორულ ინფექციებს და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს.“

მისივე თქმით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მოსახლეობამ დაიცვას ჰიგიენური წესები. ხშირად დაიბანონ ხელები, მოხდეს ოთახების განიავება და სველი წესით დამუშავება.


| Print |
FaceBook Twitter Google