ჯანდაცვა
საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამირან გამყრელიძე
საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია – ამის შესახებ "ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდება მთავრობის ახალი განკარგულება, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. 
| Print |
FaceBook Twitter Google