ჯანდაცვა
კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში ექვსი ადამიანი იმყოფება
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის არცერთი საეჭვო შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში დღეის მდგომარეობით რეგიონის მასშტაბით 6 ადამიანი იმყოფება.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილი სააკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით, ინფორმაციას ინტენსიურად იღებენ.

ლაგოდეხის საბაჟოზე ასევე მუდმივ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის თანამშრომელი. ამავე მუნიციპალიტეტში მოძიებულია საკარანტინო სივრცეც, თუმცა, ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ჯერჯერობით მისი ამოქმედების საჭიროება არ ყოფილა. ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე განთავსებულია კარავი და ყველა შეყოვნებულ ადამიანს დროებით იქ ათავსებენ.



| Print |
FaceBook Twitter Google