ჯანდაცვა
თელავის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება
კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.
დეზინფექცია ტარდება სპორტულ სკოლებში, მუსიკალურ სასწავლებლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, ბიბლიოთეკებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში.

დაწესებულებებს სპეციალური ხსნარით ამუშავებენ.

ცნობისათვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში დეზინფექციის ჩატარების გამო საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გახანგრძლივდა.


| Print |
FaceBook Twitter Google