პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკიდან, სავარაუდოდ, დღეს გაეწერება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საბოლოოდ
გამოჯანმრთელდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის,
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პირველი პაციენტის ორჯერადმა ტესტმა
კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირით
თვითიზოლაციაში გადავა.
“გუშინ დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი
გამოჯანმრთელდა. მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია
უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტთან, რომელთანაც პირველ ჯერზე
მიღებული იყო უარყოფითი, დღეს ჩატარდება ტესტირება და დღის ბოლომდე,
ვიმედოვნებთ, ასევე უარყოფითი პასუხი იქნება და მეორე
გამოჯანმთელებული პაციენტი გვეყოლება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსს 683 ადამიანი
ემსხვერპლა. ყველაზე მეტი, 368 ადამიანი ვირუსმა იტალიაში იმსხვერპლა,
96 პაციენტი დაიღუპა ესპანეთში, საფრანგეთში – 36. 113 ადამიანი
გარდაიცვალა ირანში, ჩინეთში – 14. კორონავირუსით მსოფლიოში ჯამში 6
518-ი ადამიანი გაირაიცვალა, 77 776 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები