ჯანდაცვა
თელავიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
47 წლის ქალი, რომელიც პარიზი- თბილისის რეისის მგზავრი იყო და თელავიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდგინდა.
ინფორმაციას დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.

მისი განცხადებით, კახეთის რეგიონში ამ დროისთვის ორი საკარანტინო ზონა არსებობს. თელავის ერთ სასტუმროში 24 პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფება, ნაწილი კი მეორე სასტუმროშია განთავსებული. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით, კახეთში 110 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, შვიდს კი მეთვალყურეობა მოეხსნა. 


| Print |
FaceBook Twitter Google