ჯანდაცვა
სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონში“ შეზღუდვები დაწესდა
ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით 16 მარტიდან ქალაქ გურჯაანში მდებარე  ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“ მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადავიდა. ორგანიზაციის მხრიდან პაციენტების მიმართ გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

კლინიკაში დაიშვებიან მხოლოდ პაციენტები თანმხლები პირების გარეშე. გარდა ამისა, მათ შიდა სივრცეში შესვლამდე მოუწევთ კითხვარის შევსება და თერმოსკრინინგის გავლა.

როგორც კლინიკის მიერ ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, პაციენტებს ევალებათ თან იქონიონ პირბადე;

სამედიცინო დაწესებულება მოუწოდებს მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ ამ ფაქტს, რადგან აღნიშნული შეზღუდვა მათივე ჯანმრთელობის დასაცავად დაწესდა.
| Print |
FaceBook Twitter Google