ჯანდაცვა
კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 182 ადამიანი იმყოფება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 182 ადამიანი იმყოფება. მათ შორის, ახმეტაში- 46, გურჯაანში -21, დედოფლისწყაროში - 16, თელავში- 58, ლაგოდეხში- 5, საგარეჯოში -16, სიღნაღში-10 და ყვარელში 10 ადამიანი.

ცნობისათვის, გუშინ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო თელავში სამი ადამიანი სამართალდამცველებმა იძულების წესით გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში.
| Print |
FaceBook Twitter Google