ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა.

როგორც თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, სამი ახალი პაციენტიდან ერთი მათგანი მათ კლინიკაშია განთავსებული.

„გუშინ ჩვენთან ჩატარდა 21 ტესტი და მხოლოდ ერთი იყო დადებითი. პარალელურად ის პაციენტები, რომლებთანდაც გავიდა 15-16 დღე, პერიოდულად ტარდება მათთან ტესტირება, ჯერჯერობით დინამიურად გაუმჯობესებულია, რომ სუსტი დადებითი მაჩვენებელი აქვს ტესტის შედეგებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც გამეორება უნდა ტესტს, ალბათ უკვე უარყოფითი პასუხი იქნება. რაც შეეხება იმ ახალ შემთხვევას, რომელიც ჩვენთან დაფიქსირდა, შემოტანილია ესპანეთიდან, ის იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, დადგენილია კონტაქტები და მათი კვლევაც გრძელდება.“

მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი პირების მდგომარეობა არ არის მძიმე. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც პრობლემურ პაციენტებად ითვლებოდნენ, მათი მდგომარეობაც სტაბილურია. მათ შორის იგულისხმება 80 წელს გადაცილებული პაციენტიც. მარინა ეზუგბაია იმედოვნებს, რომ პროგრესირება და გართულებები არ იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google