ჯანდაცვა
საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 49-მდე გაიზარდა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge არის განთავსებული.

ამავე გვერდზე არსებული ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 259 პაციენტი. 

ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებული.


დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 აპრილამდე.
| Print |
FaceBook Twitter Google