ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა
მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდის, stopcov.ge ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი დაახლოებით 1 კვირის წინ გაეწერა საავადმყოფოდან. რაც შეეხება ორ პაციენტს, როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა: „ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს.“
მისივე ინფორმაციით, მათ გუშინ ტესტები ჩაუტარდათ, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა.

22 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 54; კარანტინის რეჟიმში - 2956 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 291 პაციენტი.

აქვე გეტყვით, რომ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ბავშვია.




| Print |
FaceBook Twitter Google