ჯანდაცვა
ამ დროისთვის კლინიკა უკვე 5-მა პაციენტმა დატოვა
stopcov.ge-ს ინფორმაციით, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნა, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის , მარინა ეზუგბაიას განცხადებით დღეს კლინიკა კიდევ ორმა პაციენტმა დატოვა.

„როდესაც ერთი უარყოფითი პასუხის შემდეგ 24 საათში განმეორებითი პასუხი ისევ უარყოფითია, ასეთ შემთხვევაში ვამბობთ, რომ გამოჯანმრთელება უკვე დამდგარია. ასეთი 5-პაციენტი შემოგვემატა გუშინ. მათგან 2-მა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ჯამში 5-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. სამი პაციენტი მართალია, გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად გვქონდა პნევმონია და დღეს გარკვეულწილად მოხდება კლინიკური შეფასება სხვა მონაცემების და თუ ყველაფერი წესრიგში გვექნება ალბათ ეს სამი პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს.“

ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 54; კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 3320 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის - 235 პაციენტი.


| Print |
FaceBook Twitter Google