ჯანდაცვა
სწრაფ ტესტებს საქართველოში ხვალ შემოიტანენ
ხვალიდან საქართველოში სწრაფი ტესტის შემოტანა მოხდება.

„ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ასევე ეპიდემიოლოგებს, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა. ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. ჩვენ ველოდებით ტესტებს ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში და ასევე, ბოლო შემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის. რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა“. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ტესტებს, რომელსაც ხვალიდან შემოიტანენ, დაავადებას პირველივე ეტაპზე გამოავლენს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 8 პაციენტი.
| Print |
FaceBook Twitter Google