ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული უკვე 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მთავრობის მიერ კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შექმნილ ვებგვერდ stop.cov.ge-ზეა აღნიშნული.

შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 66 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
კარანტინის რეჟიმშია 4055 პირი. რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობას, ამ რეჟიმში 252 მოქალაქე იმყოფება.
| Print |
FaceBook Twitter Google