ჯანდაცვა
კორონავირუსით საქართველოში 70 პაციენტია ინფიცირებული
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ამ დროის მონაცემებით 70-ია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დილის შემდეგ ვირუსი კიდევ 4 პირს დაუდგინდა.

„აქედან 1 იმყოფება ჩვენს ცენტრში, სამი მოთავსებულია სხვა კლინიკაში, რომელიც არის „კოვიდ 19-ის“ მიმღები. ჩვენთან ამ ეტაპზე სულ 33 პაციენტია. ახალი პაციენტი არ ფასდება როგორც პრობლემური. მისი კვლევები გაგრძელდება და ჩატარებული კვლევების დინამიკით შეიძლება შემდგომში მისი პროგნოზული მდგომარეობა შევაფასოთ. რაც შეეხება პრობლემურ სამ პაციენტს, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზეც კვლავ მძიმეა.“

მისივე თქმით, დღეს დილიდან ინფექციურ საავადმყოფოში 12 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და 11 პასუხი უარყოფითი იყო. რაც შეეხება სამ დადასტურებულ ახალ შემთხვევას, მარინა ეზუგბაიას თქმით, სავარაუდოდ მარნეულის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო ერთი - ამერიკის კლასტერს.

ეზუგბაიას განმარტებით, ინფექციურში გამოჯანმრთელების კანდიდატი 3 პაციენტია, რომელთაც ტესტებზე პირველადი უარყოფითი პასუხები მიღებულია და ტესტირების შედეგების მონიტორიგნი მიმდინარეობს.

ამ დროისთვის სულ 9 პაციენტია გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმშია - 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშა - 252.

ამავე თემაზე:
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა
| Print |
FaceBook Twitter Google