ჯანდაცვა
კორონავირუსი საქართველოში კიდევ 2 პაციენტს დაუდასტურდა
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული უკვე 77 შემთხვევა ფიქსირდება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, აქედან 34 მოთავსებულია მათ კლინიკაში.
მისივე განმარტებით, 4 პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია მძიმედ.
რაც შეეხება გამოჯანმრთელების კანდიდატ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, ასეთი ინფექციურში სამი პაციენტია, რომელთაც გუშინ ჩატარებული პირველადი ტესტირების პასუხები უარყოფითია, მათ 24 საათში განმეორებით ჩაუტარდებათ ტესტირება და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში 10 პაციენტია გამოჯანმრთელებული.
| Print |
FaceBook Twitter Google