ჯანდაცვა
კორონავირუსისგან საქართველოში 20 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან ამ დროისთვის 20 პაციენტია გამოჯანმრთელებული. რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მთავრობის მიერ სპეციალურად კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის შეიქმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს ინფორმაციით, 103 დადასტურებული შემთხვევაა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263 პაციენტია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 31 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება. საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება როგორც ტრანსპორტით, ისე ქვეითებისთვის.

საქართველოში შეიქმნება ცხელი ხაზი 144. ამ უფასო ნომერზე დარეკვის შემთხვევაში მოქალაქეებს უპასუხებენ ყველა იმ კითხვაზე, რაც საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით აინტერესებთ.

| Print |
FaceBook Twitter Google