ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით 115 პირია ინფიცირებული
1 აპრილის მონაცმებით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 22 პაციენტი.

როგორც თბილისის ინფექიური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მათ კლინიკას კიდევ ერთი მძიმე პაციენტი დაემატა.

„მისი თავდაპირველი მდგომარეობა საშუალოზე მძიმე იყო, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება, მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა. ამ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. დანარჩენი 4 მძიმე პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 2-ის შემთხვევაში არის სტაბილიზაცია და რამდენიმე დღის განმავლობაში დაკვირვების შემდეგ, ალბათ პროგნოზულად ვიტყვით გამოსავალი როგორი გვექნება.“

მისივე თქმით, გუშინ 19 პაციენტის ტესტირება ჩატარდა და არც ერთის პასუხი არ იყო დადებითი. საბოლოო შედეგებს განმეორებითი ტესტირება აჩვენებს.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5106 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 294.
| Print |
FaceBook Twitter Google